ზაქარეიშვილი: რუსეთი დარწმუნდა, რომ საქართველო ევროპისკენ მოძრაობს და აფორიაქდა

Image

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ 24 ნოემბრის ხელშეკრულება „ოთხმოცდამერაღაცე“ ხელშეკრულებაა აფხაზეთსა და რუსეთს შორის და სააკაშვილის ხელისუფლებას არცერთზე არ ჰქონია რეაქცია.

 

ზაქარეიშვილის განცხადებით, ბოლო ხელშეკრულების ტექსტი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომ რუსეთი დარწმუნდა საქართველოს სწრაფვაში ევროპისკენ, რის შემდეგაც გადაწყვიტა, მისი კუთვნილი რეგიონის ანექსიისკენ გადადგას ნაბიჯები.

 

„საქმე ის არის, რომ რუსეთი აფორიაქდა რაღაცის გამო, და ეს რაღაცა არის საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ. რუსეთი დარწმუნდა, რომ ჩვენ მართლაც ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ამაში არ იგულისხმება ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა: ხომ შეიძლება, ხელშეკრულებას ხელი მოაწერო, მაგრამ გაჩერდე და იმ მიმართულებით არ წახვიდე? რუსეთი დარწმუნდა და სწორედ ამის მერე აფორიაქდა“, - ამბობს სახელმწიფო მინისტრი „იმედის“ ეთერში.

 

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც წინა ხელისუფლებას არ გაუკეთებია: „მე ვადანაშაულებ მათ პასიურობაში და ვამბობ, რომ რასაც ისინი არ აკეთებდნენ, იმას ვაკეთებთ ჩვენ. ჩავხედოთ 24 ნოემბრის ხელშეკრულებას, მის პრეამბულაში წერია, რომ ის გამომდინარეობს 2008 წლის 17 სექტემბერს დადებული შეთანხმებიდან. ახლა გავიხსენოთ, რა მოჰყვა 2008 წლის 17 სექტემბერს იმ ხელშეკრულების ხელმოწერას? გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და გააკეთა განცხადება. სულ ეს იყო. გამოვიდეს ვინმე და მითხრას, რომ ასე არ იყო, მაჩვენოს სხვა პირთა გამოსვლები, განცხადებები, ვინ მოითხოვა გაეროს უსიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და ასე შემდეგ...“.

 

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაზეც საუბრები სულ მიმდინარეობდა როგორც სააკაშვილის, ასევე შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც: „არამარტო ლაპარაკი მიდიოდა, იქმნებოდა სამუშაო ჯგუფები და ტარდებოდა მოლაპარაკებები. თავისთავად ცხადია, ჩვენი მხრიდან ლაპარაკი შეიძლება იყოს ყველაფერზე, რაც ქვეყნის ინტერესებშია, ეს იქნება ამოსავალი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !