-
2014-01-27 18:07
შსს–ს პრესსამსახური არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ორთაჭალაში, რესტორან „თაღლაურაში“ რუსმა სპორტსმენებმა ქართველები სცემეს, თუმცა, არ უარყოფს, რომ ჩხუბი მოხდა.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „თაღლაურაში“ მომხდარი ჩხუბის შესახებ „ზონანიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაპირისპირება მოხდა რესტორანში მყოფ რუს სპორტსმენებსა და გვერდით მაგიდასთან მსხდომ ქართველებს შორის.
შსს–ს პრესსამსახურმა „აფხაზეთის ხმას“ განუცხადა, რომ ჩხუბი რესტორან „თაღლაურაში“ ნამდვილად მოხდა და ის ერთ–ერთი ქალბატონის გამო დაიწყო. პრესსამსახურის განცხადებით, ჩხუბის მონაწილეებს შორის რუსი სპორტსმენები არ ფიგურირებენ, ხოლო ჩხუბში მონაწილეთა ეთნიკური კუთვნილების შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებენ. საქმე აღძრულია ხულიგნობის მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება.