
შესაძლოა, უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე საათში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. ამის შესახებ რამდენიმე უკრაინელი ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მაგალითად, ანასტასია სტანკომ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ზუსტი ინფორმაცია გააჩნია ხელისუფლების ზედა ეშელონებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის დაწყებული სამზადისი შესახებ. გაირკვა, რომ მსგავსი ინფორმაცია სხვა ჟურნალისტებსაც აქვთ.