
თბილისის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, სევდია უგრეხელიძეს, შეხვედრასა და მერიის ბიუჯეტზე მსჯელობას სთხოვენ.
პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ შეხვედრას აზრი არა აქვს, რადგან ხელისუფლებას სურს, ერთპიროვნულად მართოს ქალაქი. „ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერი კი აცხადებს, რომ საღამოს საათებში მსგავსი საქმიანი შეხვედრები ნაყოფიერი არ არის:
„არაფერი უკეთესობა საკრებულოში არ არის თუ არ ჩავთვლით ახალი ავტომობილის ყიდვას. არ ვიცი, საღამოს 8-9 საათზე დაიბარა შიხიაშვილმა სევდია უგრეხელიძე, რაიმე რომანი თუ აქვთ ერთმანეთში არ ვიცი, თორემ სხვა დროს ხდება სამუშაო შეხვედრები წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს შორის.“ - განაცხადა კუკავამ.