
მიცკევიჩის ქუჩაზე 29 ნომერში დღეს ნაპოვნი ორი ცხედარიდან ერთი ექიმი ზურაბ ბენდელიანია. მეორე გარდაცვლილის ვინაობა დადგენილი არ არის.
ხანძრის ლიკვიდაციისთვის გამოძახებულ სამაშველო სამსახურს ხანძრის კერამდე მისვლისას შესასვლელთან ერთი მამაკაცის ცხედარი დახვდათ , რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული.
რაც შეეხება ექიმ ბენდელიანს, ის გარდაცვლილი სწორედ იმ ადგილას იპოვეს, სადაც ხანძრის კერა იყო. როგორც შენობაში მყოფი პაციენტები და ექიმები აცხადებენ ჯერ შელაპარაკების შემდეგ სროლის, ხოლო შემდეგ აფეთქების ხმა გაიგეს, რის მერეც ხანძარი გაჩნდა.
დაუდგენელია, თუ ჯერ სროლის ხმა გაისმა და შემდეგ გაჩნდა ხანძარი, როგორ აღმოჩნდა ტყვიით გარდაცვლილი, იქ სადაც ცეცხლის კერა არ ყოფილა.
შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა, მიმდინარეობს გამოძიება, დეტალები ცნობილი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება.