შს მინისტრის ყოფილი მოადგილის სახლის აფეთქება შსს–ს ერთმა დანაყოფმა დაგეგმა, მეორემ კი გახსნა – ლორთქიფანიძე

Image

გია ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა 2013 წლის 30 ნოემბერს იპოვეს. მას შემდეგ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დეტალები უცნობია: შსს არ რეაგირებს არც დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ დაგეგმილი ტერაქტის დამკვეთტა და შემსრულებელთა ვინაობა იცის.

 

ვრცელი სიუჟეტი გია ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ, ასევე მის კავშირზე ლაფანყურის სპეცოპერაციასთან „რუსთავი2“–ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმმა“ გააკეთა.

 

ამ სიუჟეტიდან ცხადი ხდება, რომ საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია. მაგალიტად ის, რომ პირი, ვინც, გია ლორთქიფანიძის მტკიცებით, მის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დადო, ადრე „საფოსტო ბანკის“ მანქანის დაყაჩაღებისთვის, მოგვიანებით კი დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებისთვის ბრალდებულია და ციხიდან სამი წლის წინ გამოვიდა. ის ისევ დაკავებულია, მაგრამ მის საქმეში არსადაა ნახსენები, რომ მან სადმე ნაღმი დადო.

 

„პოსტსკრიპტუმთან“ საუბარში გია ლორთქიფანიძე დეტალებზე საუბრობს:

 

„სამი ცალი წაგრძელებული ტროტილის შაშხანა, შუაში ჰქონდა გაკეთებული დეტონატორი, მერე კი გამობმული იყო თოკი“, – ამბობს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე. პოლიციის თანამშრომელმა გია ლორთქიფანიძე გააფრთხილა და სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მის სახლთან ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის სესახებ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს:

 

„თუ ოპერატიული ინფორმაცია გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდა. ეს ხომ არაა ის შემთხვევა, როცა ვიღაცამ „112“–ში დარეკა ან მსგავსი რამ? მეც ჩავთვალე, რომ გამოძიებას დაიწყებდნენ, მე მკითხავდნენ – რამე მუქარა ხომ არ იყო შენს მიმართო“.

 

მაგრამ ორი თვე გავიდა და არც ნაღმის აღმოჩენის დროს, არც შემდეგ გია ლორთქიფანიძეს არავინ დაკავშირებია, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიება თვითონ, საკუთარი ძალებით ჩაეტარებინა, გამოძიების შედეგები კი გაესაჯაროებინა.

 

„პოსტსკრიპტუმთან“ საუბარში გია ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გამოძიების შედეგებმა ის შს სამინისტროსთან მიიყვანა:

 

„სამინისტროში მუშაობს ვინმე ლორია, წარმოშობით თელავიდანაა. მან აღნიშნული ნაღმის დადება დაავალა მისი კარის მეზობელს კოტე ციხისთავს“, – ამბობს ის.

 

კოტე ციხისთავი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი. მისი მონაწილეობით მომხდარი კრიმინალური შემთხვევებიდან განსაკუთრებით რეზონანსული იყო წლების წინ კახეთში „საფოსტო ბანკის“ კუთვნილი მანქანის დაყაჩაღება და დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება. კოტე ციხისთავი საპატიმრო დაწესებულებიდან სამი წლის წინ, 15 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა.

 

„კოტე ციხისთავმა დასახმარებლად გაიყოლა მეგობარი ვალოდია ძიმიკაშვილი და დღის პირველ ნახევარში ახმეტაში, აღნიშნულ ადგილას დადეს ეს ასაფეთქებელი მოწყობილობა“, – ამბობს ლორთქიფანიძე.

 

მისი თქმით, ვალოდია ძამუკაშვილი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ერთერთ თანამშრომელთან და ნაღმის დადების შემდეგ მოსალოდნელ ტერაქტზე ინფორმაცია მას მიაწოდა:

 

„ანუ, ეს საქმე გახსნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და შსს სწორედ ამიტომ შევიდა ჩიხში. დღემდე მათ განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, რადგან გამოდის, რომ უწყების ერთმა დანაყოფმა ჩაიდინა დანაშაული და მეორემ გახსნა“.

 

გია ლორთქიფანიძემ საკუთარი წყაროებით ისიც შეიტყო, რომ კოტე ციხისთავი 11 დეკემბერს დააკავეს და მისი ოჯახი გაჩხრიკეს:

 

„მაღლა ხომ საერთოდ გადააბრუნეს ყველაფერი და მერე სარდაფში ჩავიდნენ. იქ საპირფარეშოა და მისი ჭერიც კი ჩამოხსნილი იყო. ჯერ ცოლს ეუბნებოდნენ, თქვენმა ქმარმა აღიარა, რომ სახლში ბომბი აქვსო, მერე კი, როცა ვერაფერი იპოვეს, ამშვიდებდნენ, ახლა ის დრო არაა, ვინმემ რამე დაგიდოთ, თუ არაფერი აღმოჩნდება, ოქმს დავწერთო და მართლაც დაწერეს, რომ ვერაფერი იპოვეს. ჩხრეკის ორდერი ჰქონდათ, მაგრამ რა მიზეზით იყო დაკავებული, არ გვითხრეს და არც დღეს ვიცით“, – ამბობს კოტე ციხითავის დედა.

 

მისი თქმით, დაკავებულ შვილს თელავის პოლიციაში ვერ მიაკვლია. ის თბილისში გადაიყვანეს და სასამაღთლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახმა ციხისთავის ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ მას სემდეგ გაიგო, რაც ციხიდან გამოსული ერთი პირი საგანგებოდ თელავში ჩამოვიდა და მეზობელ ბიჭებს დაუბარა, კოტე გლდანშია, ორი თვე მიუსაჯეს და ამბობს, რომ დამნაშავე არაფერშია და თებერვალში სახლში ვიქნებიო.

 

საქალაქო სასამართლოს განჩინებაში კოტე ციხისთავთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მას გამოძიება ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენასა და გასაღებაში ედავება. განჩინებაში არსადაა ნახსენები, რომ ციხისთავმა ნაღმი სადმე დადო, მაგრამ არის ერთი საგულისხმო დეტალი: ერთადერთ მოწმედ, რომლის ჩვენების საფუძველზეც ციხისთავს ბრალი წარედგინა, განჩინებაში მოხსენიებულია ვ... ნ ძ. – გია ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ ეს სწორედ ვალერიან ძამუკაშვილია, ანუ კრიმინალური პოლიციის აგენტი, რომელიც ციხისთავმა ნაღმის დადებაში დაიხმარა.

 

„ამ ინფორმაციას ჩემზე კარგად ფლობს შს მინისტრი, მან ძალიან კარგად იცის, რომ საქმეში ჩარეული არიან შსს–ს მაღალჩინოსნები“, – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი. მას ამ განცხადების საფუძველს სამარტალდამცველების მხრიდან მისი განცხადების სრული იგნორირება აძლევს: დეპუტატმა მომხდარი ფაქტიდან დაახლოებით ერთ კვირაში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ შეეძლო, გამოძიებისთვის ამ არშემდგარი ტერაქტის შემკვეთები და შემსრულებლები დაესახელებინა.

 

„ეს არის ძალიან საშიში, როცა შსს მოქმედებს, როგორც ტერორისტი. და თუ ვინმეს სურს, რომ მე ასე არ ვისაუბრო, მაშინ უნდა დაამტკიცონ, რომ რასაც ვამბობ, სიმართლე არ არის. მათ უნდოდათ ისრების გადატანა შურისძიებაზე, თითქოსდა ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო, და ამიტომაც გადადგეს ეს უგუნური ნაბიჯი“, – ამბობს დეპუტატი.

 

გია ლორთქიფანიძეც ამავე პოზიციაზეა: „მე იქ არ ვცხოვრობ და, ბუნებრივია, ეს არ იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მე  ავეფეთქებინეთ, მაგრამ უნდოდათ, ის რეზონანსი მოჰყოლოდა, რომ აი, ჩეჩნებმა გაუკეთეს ლაფანყურის გამო... მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემზე შურისძიების მიზნით მოხდა“.

 

შსს–ში გია ლორთქიფანიძის სახლთან აღმოჩენილი ნაღმის შესახებ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გია ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ არც თავად, არც ამირიძე და არც მაისურაძე არსად აპირებენ წასვლას, სანამ ლაფანყურის ოპერაციის გამოძიება არ დასრულდება:

 

„შეგნებულად არ ვაკეთებ კომენტარებს ოპერაციასთან დაკავშირებით, რომ თავის მართლებაში არ ჩამეთვალოს. არსად ვაპირებთ წასვლას, მაქსიმალურად ვეხმარებით და დავეხმარებით გამოძიებას და მინდა, როცა დაასრულებენ, ეყოთ ვაჟაკაცობა, თქვან, რა იყო სინამდვილეში“, – აცხადებს გია ლორთქიფანიძე.

 

მომზადებულია 26 იანვრის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ მიხედვით

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !