ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი ამბობს, რომ ის გამორიცხავს როგორც ბიძინა კუჭავას მიერ ვახტანგ (პაატა) ქირიას მკვლელობას, ასევე კუჭავას თვითმკვლელობას.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პირადად იცნობდა პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ, აწ გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას, რომელიც ტვ "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო.
"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ქართულ ოცნებას" ტოვებს ან მის დატოვებას აპირებს.
მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ძმა - ელდარი სამართალდამცველებს მადლობას უხდის. მისი თქმით, მათ რომ ეფექტურად არ ემუშავათ, ის ძმის ცხედარს ვერ ჩამოასვენებდა, რადგან მას გააქრობდნენ.
ლოურენ ვიორსტერმა, ჰოლანდიელმა ტელეწამყვანმა გადაწყვიტა, ერთი დღე ნუდისტთა სოფელში გაეტარებინა. ის სოფელში ოპერატორთან ერთად წავიდა.
მსოფლიოში ყველაზე ლამაზად მიჩნეული მეჩეთი აბუ დაბიში მდებარეობს. ეს შეიხ ზაიდის მეჩეთია და არამარტო ლამაზია, არამედ ყველაზე დიდი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სიდიდით მერვე მსოფლიოში.
ვერძი - დღეს არ ღირს მსხვილი საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა. არ არის გამორიცხული არასასიამოვნო ამბის გაგება ან არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვედრა.
მეოთხე დღეა ზუგდიდის საოლქო პროკურორს ვერ პოულობენ. პაატა ქირია სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ცნობილია, რომ მისი ტელეფონი 2 დღის წინ რუსთავში იპოვეს, თუმცა თავად პროკურორი არსად ჩანს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა "მაესტროსთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ საგურამოში შეკრების დროს ორი მაგიდა იყო, დაახლოებით, 30-30 კაციანი. მისივე თქმით, გავრცელდა ხმები, რომ ვინც ჯაჭვლიანის მაგიდასთან იჯდა, სიაში არ მოხვდებოდა, ხოლო ვინც ივანიშვილის მაგიდასთან იყო, მას აუცილებლად ჩაწერდნენ გამსვლელ სიაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ საგურამოში ვახშმის დანახარჯი საერთო თანხის შეგროვებით დეპუტატებმა გადაიხადეს და არა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, არც შაბაშში დახარჯვიათ ფული და თამადაც უფასო ჰყავდათ.