რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებულმა, პორტუგალიის წარმომადგენელმა სალვადორ სობრალმა საფინალო კონცერტის დასასრულს სიმღერა Amar Pelos Dois ამჯერად დასთან, ლუიზა სობრალთან ერთად შეასრულა. სიმღერის ავტორი სწორედ ლუიზა სობრალია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის დაკითხვა მიმდინარეობს. საგამოძებო უწყების წარმომადგენლები ალადაშვილის კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.
სონერ გოგუა, რომელთან ერთადაც საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობს და საერთო ფოტოებიც აქვს გადაღებული, და რომელზეც მან განაცხადა, რომ ის არა დე ფაქტო აფხაზეთს, არამედ რუსეთს წარმოადგენდა, აფხაზეთიდან რეპატრიანტია, 1992 წლამდე თურქეთში ცხოვრობდა და, როგორც ერთერთ ინტერვიუში 2014 წელს ამბობდა, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ არც აფხაზური იცოდა და არც რუსული.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მედია საშუალებებით გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართული ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაღებულ ფოტოს ეხება და სადაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად თითქოსდა ასახულია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის წევრი ფორუმში.
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. ძალოვან სტრუქტურებში საკადრო გადაადგილებებნი დაიწყეს.
ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, ორგანიზატორების ეგიდით გამართულ შეხვედრებში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ პირთან სენერ გოგუასთან ერთად მონაწილეობდა და საერთო ფოტოებიც გადაიღო. ინფორმაციას Грузия Online ავრცელებს.
ქართველი მებრძოლი უკრაინაში საკუთარი ინიციატივით, მოხალისედ იყო წასული - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით აცხადებენ.
"ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს.
უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ფოტოს და მასზე მონაცემებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს, რომელიც დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს და წერს, რომ დავით სიხარულიძე სოფელ ნოვოლუგანსკთან დაიღუპა.