თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ბათუმში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ, საქართველო უკვე დატოვა.
ნატოს 2018 წლის სამიტისთვის საქართველომ პოლიტიკური მზადება უკვე დაიწყო.
აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის ყველა საბავშვო ბაღმა მუშაობა შეწყვიტა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა. მსახიობი აბაშიძის ქუჩაზე ,საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქავჟარაძე 58 წლის იყო. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია, სავარაუდოდ სახელდება გულის შეტევა.
მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქო დატოვა და მოკლე კომენტარი გააკეთა.
"დღეს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი,"-აღნიშნა მეუფემ და განმარტა, რომ სხდომაზე მის შესახებაც იყო საუბარი.
„მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი, როგორ ცდილობდა პროვოცირებას ნეგატიური პროცესებისა,“- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა საკრებულოს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჰქონდა სხდომის დახურვასთან მიმართებაში ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლება.
ოპოზიცია თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეიდან სასამართლოში შესატან სარჩელზე იწყებს მუშაობას.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები, საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტისა და წესების უხეშ დარღვევაზე საუბრობენ, რის გამოც სხდომა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.
გურიაში, 28 წლის ირაკლი ტარიელაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს . შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრუიანთაში მოხდა.