პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში მინისტრთა ნაწილს ახალი სახეები შეცვლის.
ბათუმში 4 წლის გოგონა ოჯახის ნაცნობმა ცემით მოკლა. აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მკვლელი უზბეკი ქალბატონია, რომელმაც ცემის შედეგად გარდაცვლილი ბავშვი პოლიციის განყოფილებაში თავად მიიყვანა.
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.
არგენტინის ქალაქ პუერტო-მადრინის ციხის პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს იმისთვის, რომ მიიღონ მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის მატჩების ყურების უფლება, – წერს პუბლიმეტრო.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა.
ოკუპირებული გალის რაიონში სირიელ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, – ამის შესახებ აფხაზურ მედიას აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრმა ბესლან დბარმა განუცხადა.
სპეცოპერაციის შედეგად ქუთაისში ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი 45 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.
სტიქია თბილისში - წაქცეული ხეები, დატბორილი ქუჩები და ავტომობილები. ძლიერი წვიმის გამო, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო.
თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება.