პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობაზე ცეცხლი სათამაშოების მაღაზიას გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცლებს.
როგორც მერმა განაცხადა, შესაძლოა ზონალურ -საათობრივი პარკირება, ტაქსების რეფორმა და სხვა ნაბიჯები არ იყოს პოპულარული გადაწყვეტილება და გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდეს, თუმცა „სხვანაირად საქმე არ კეთდება“.
84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.
"რუსთავი 2-ის" ყოფილი ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი არხს სასამართლოში უჩივიან.
ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ:
„ბალენსიაგამ“ მსოფლიოს 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარუდგინა.
შს მინისტრის მოადგილის ლევანა კაკავას განცხადებით, 2020 წელს სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი გაგრძელდება და მომავალი წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასი მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ.
"2020 წლის პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია 220 ლარი გახდება, ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით პენსიონერები 250 ლარს მიიღებენ", – ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.
ძიძების სერტიფიცირების წესი 2020 წლის 1-ელ მარტამდე შემუშავდება. ამის შესახებ „ბავშვის უფლებათა კოდექსშია“ აღნიშნული.