-
2019-11-04 17:47
სწრაფი კვების ობიექტის გიგანტი კონპანია "მაკდონალდსი" აღმასრულებელი დირექტორის გარეშე რჩება.
კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სტივ ისტერბრუკის სამსახურეობრივი რომანის შესახებ გახდა ცნობილი.
"მაკდონალდსის" შიდა განაწესის მიხედბით მას არ შეეძლო მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობაში ყოფილიყო.
52 წლის ისტერბრუკი "მაკდონალდსში" 1993 წლიდან მუშაობს და მან კარიერული წინსვლა მენეჯერობიდან დაიწყო.
"ჩემი მხრიდან ეს იყო დიდი შეცდომა. მე ვაფასებ კომპანიის ღირებულებებს და ვეთანხმები, რომ დროა ჩემი გზა განვაგრძო." - განაცხადა სტივმა.