"ველოდებით დარბევას, მაგრამ ფეხს არ მოვიცვლით" - გიგი უგულავა

"ველოდებით დარბევას, მაგრამ ფეხს არ მოვიცვლით. თუ დაგვარბევენ გადავჯგუფდებით და ისეც მოვალთ. თუ დაგვიჭერენ სხვები მოვლენ. არ ვაპირებებთ დანებებას. " - განაცხადა გიგი უგულავამ

"ჩვენი აქ დგომა ლეგიტიმურია" - ირმა ნადირაშვილი

"აქ პოლიციაც იყო და სცადეს კარვების აღება, მაგრამ ჩვენი აქ დგომა ლეგიტიმურია. ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის წინაშე ვალდებულები არიან, თუმცა ბიძინას დაკრულზე ცეკვავენ და არ ასრულებენ მოვალეობას. ჩვენ არ შევუშვებთ მათ შენობაში, მაგრამ არც ძალისმიერ მეტოდებს მივმართავთ." - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა

პოლიცია 30 წუთს აძლევს აქციის მონაწილეებს

საქართველოს პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით აქციის მონაწილეებს 30 წუთი ექნებათ დაშლისთვის, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმი დაიწყებს რეაგირებას. 

>>>

„როგორც კი ქმედებები გასცდება კონსტიტუციას, გასცდება კანონს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.“ - კახა კალაძე

კახა კალაძე პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას კანონდარღვევად მიიჩნევს და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.

>>>

რუსთაველზე გამართულ აქციაზე სპეცრაზმია მობილიზებული

სპეცრაზმი სრული ეკიპირებით მიემართება რუსთაველზე გამართულ აქციაზე. 

>>>

"სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა" - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის შესასვლელები კვლავ პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

>>>

"სახელმწიფოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც სათავე დაუდო ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ, მაგრამ ლიმიტი ჰქონია ყველაფერს და აარტყა ჭერს თავი" - ნიკა მელია

ნიკა მელიას განცხადებით დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ, რადგან ისინი არ ემსახურებიან საზოგადოების ინტერესებს.

>>>

"არანაირი კრიზისი არ არსებობს" -კახა კალაძე

„დღეს ერთადერთი რეალური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა კახა კალაძემ

>>>

"ეს თავის მოტყუებას გავს, როდესაც ხალხის რაოდენობას ითვლიან, რადგან ეს არ ნიშნავს არაფერს"- გოჩა მირცხულავა

როგორც "აფხაზეთის ხმას" საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორმა გოჩა მირცხულავამ განუცხადა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს იწვევს უმცირესობა, რასაც შემდგომ უმრავლესობა ანვითარებს.

>>>

აქციის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ქვიშის ტომრებიანი სატვირთო არ შეუშვეს

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები თავად მიაქვთ. ისინი ტომრებს იმ მანქანიდან ეზიდებიან, რომელიც ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ გააჩერა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?