“მინდა დაგაწყნაროთ, ამ კანონით, ამ სისტემით, ძველი სისტემით, ყველანაირი სისტემით, თქვენი საქმე წასული და დამთავრებულია“ - ამ სიტყვებით მიმართა „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი პირადი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება განვითარება და წინსვა, რასაც ქართველი ხალხი თავად მიაღწევს.
„ერთი ამბავი ატეხეს „ქოცებმა“, ზოგიერთმა მათგანმა, რომ ვერ ვიღებთ ამ კანონს, გვეშინია სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“, ისინი ბოროტად გამოიყენებენ, მივიღოთ, არ მივიღოთ. მინდა დაგაწყნაროთ, ამ კანონით, ამ სისტემით, ძველი სისტემით, ყველანაირი სისტემით, თქვენი საქმე წასული და დამთავრებულია. ყველაფერი უკვე გაირკვა, ქართველი ხალხი გაგიყენებთ პოლიტიკურ მოუსვლელში არჩევნების გზითაც და ყველა სხვა გზითაც, ვინაიდან საქართველოს სჭირდება განვითარება და წინსვლა. გუშინ საბოლოოდ დადგინდა, რომ „ციხის კადრებიც“ თქვენი დადგმულია, თქვენ თვითონ აღიარეთ. ის, რომ საქართველო გაჩერდა და ყველაფერი გააჩერეთ, მახრჩობელა გველი რომ აზის ქვეყანას, ფეოდალურ სამფლობელოდ რომ აქციეს ერთი ფეოდალის, რომელმაც შემოღობა ნახევარი საქართველო, ეს ყველაფერი ყველამ იცის. ახლა ქართველი ერი ყველანაირი ფორმით იტყვის თავის სიტყვას, ნებისმიერი სახით საქართველო გაიმარჯვებს, საქართველოში აუცილებლად გათენდება, ყველაფერი კარგად იქნება“ - განაცხადა სააკაშვილმა