ბერლინში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტი ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
ფოთში მომხდარ ავარიას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და
„ჰონდას” მარკის ავტომანქანები შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის შემდეგ, იტალიის ხელისუფლებამ, სახელგანთქმული ოპერის “ლა სკალას”
დროებით დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის 3-ს რამდენიმე დღის წინ ლუგარის
ცენტრში კორონავირუსი დაუდგინდა.
საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიასა და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი ულუმბეგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას რეკომენდაციას გაუწევდა, თუმცა რელიგიის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა.
სატელიტიდან გადაღებულმა ფოტოებმა ჩინეთში ჰაერის დაბინძურების მკვეთრი ვარდნა აჩვენა.
ერთ-ერთი საკარანტინო ზონიდან პაციენტებმა გაქცევა სცადეს. ისინი პოლიციამ შეაჩერა და
პალატებში დააბრუნა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და რეკომენდაციებს აძლევს.