
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის,
პაატა იმნაძის განცხადებით, თუ იტალიიდან ჩამოსულ პირს შეგნება არ აქვს, რომ თვითიზოლაციაში იყოს,
დამსაქმებლები და ახლობლები თავად უნდა მოერიდოს მას. ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
„არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს, იტალიიდან ჩამოსულს, არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის
განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს, მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ
ადამიანებს“, - განაცხადა იმნაძემ.