მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების დაწყება გარდაუვალია, ასე მოხდა ყველა ქვეყანაში, ეს დროის ამბავია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩინეთის მთავრობამ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა. ამის შესახებ პოპულარული ბრიტანული გამოცემა ,,გარდიანი” იუწყება.
ოქსფორდის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ შექმნეს ტესტი, რომელიც ვირუსის ქონა-არქონას 30 წუთში ადგენს.
ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა - მემანქანემ დამუხრუჭება შეძლო და
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"კორონავირუსის მეოთხეულ და მეხუთეულ შემთხვევებს კვირის ბოლოს ამ მომავალ კვირას ველოდებით"
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება. განცხადება მან რუსთავი 2-ის
ეთერში გააკეთა.
"ფეისბუქზე" შექმნილ ჯგუფში "Stop COVID-19 საქართველო" ლუგარის ერთ-ერთი თანამშრომლისა და
ტაქსის მძღოლის ისტორია გავრცელდა. მას შემდეგ, რაც მძღოლმა მისი მგზავრის სამუშაო ადგილის
შესახებ გაიგო, თანხა არ გამოართვა და მათ ფრონტის ხაზზე მდგომები უწოდა.
ინფექციური საავადმყოფოს დორექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურში ამჟამად სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირუსული ინფექციით. ხოლო 7 პაციენტი კორონავირუსული ინფექციით ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაშია.