უკრაინული მედიაგამოცემები - მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან უკან გაიწვია

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედიაგამოცემები ცენზორ.ნეტის მთავარი რედაქტორზე, იური ბუტუსოვზე დაყრდნობით წერს.

„სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა. მისი დანიშვნა დაბლოკილია და გაურკვეველია საერთოდ შედგება თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ შეძლო დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმის მოგროვება 248 დეპუტატს შორის. საკმარისი ხმები არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს, იმისთვის, რომ სააკაშვილს შეეგროვებინა 226 ხმა, „მსახურების“ 190-200-ი წარმომადგენლის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა“, - წერს უკრაინული პორტალის ცენზორ.ნეტის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა.

>>>

თბილისში მარტოხელა ხანდაზმულებზე დახმარებების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

დღეიდან  მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებითა და პირველადი, მათ შორის ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. თბილისის გამგეობებს  მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები და ვირუსისგან დამცავი ფარები   წითელი ჯვრის ოფისმა (1500 ნობათი), კომპანია „ანაგმა“ (1000 ნობათი) და კომპანია „სეზანმა“ (5000 სახის დამცავი ფარი) გადასცეს. 

>>>

სადეზინფექციო საშუალებებით ამჯერად, დუმბაძის გამზირი დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, გლდანის რაიონში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზე ჩატარდა.

>>>

კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ჩინეთი აშშ-ს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გენ შუანის განცხადებით, ვაშინგტონი თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას ეპიდემიის პრევენციის სუსტი ზომების და კონტროლის მექანიზმების გამო და საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.

>>>

ბულგარეთი პირველი ივლისიდან აქტიური საზაფხულო სეზონის დაწყებას გეგმავს - ნიკოლინა ანგელკოვა

ბულგარეთის მთავრობა პირველი ივლისიდან აქტიური საზაფხულო სეზონის დაწყებას გეგმავს. როგორც ბულგარული მედია იტყობინება, ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, ნიკოლინა ანგელკოვამ განაცხადა.

>>>

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანა კორონავირუსს ამარცხებს, თუმცა საბოლოოდ ჯერ არ გაუმარჯვია

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შიდა გავრცელება ფაქტობრივად აღარ ფიქსირდება. მისი თქმით,, ავსტრალია კორონავირუსს ამარცხებს, თუმცა საბოლოოდ ჯერ არ გაუმარჯვია.

>>>

ირაკლი კობახიძე - იქ, სადაც „ნაცმოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისულ გეგმას

იქ, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისულ გეგმას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

>>>

კახა კალაძე სააკაშვილზე - მინიმუმ უხერხულობას ქმნის, როცა ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებულია ძალიან მძიმე ბრალდებებით

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უხერხულობას ქმნის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინა ცდილობს მაღალ თანამდებობაზე ჩვენს ქვეყანაში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული ადამიანი დანიშნოს მაშინ, როდესაც საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან.

„ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი. მინიმუმ უხერხულობას ქმნის, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საქართველო-უკრაინა და ისინი ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში არის გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?