ჯემალ მიქელაძე, იგივე „ჯემო“, მოსკოვში, ბუტირკის ციხეში ორმა „კანონიერმა ქურდმა“ სცემა და ბუტირკაში „პრაგონიც“ დაგზავნა, რომ მისი სტატუსი შეჩერებულია, რასავ თავისუფლებაზე მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები განიხილავენ. ინციდენტი "ბუტირკაში" 2 ივნისს მოხდა.
გაზეთმა „სანდი თაიმს“, წელს 26-ედ გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზური – „Rich List-2014“.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე „ფეისბუქში“ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამჯერად პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით მიმართავს და წერს, რომ როცა ამ ვიზიტის კადრებს უყურა, საფრთხე იგრძნო.
მოძრაობა „2 ივნისი“, რომელიც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითხოვს, აცხადებს, რომ ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაცია, რაზეც 4 ივნისს, პრესკონფერენციაზე ცალსახად განაცხადა უარი საქართველოს პრემიერმინისტრმა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს შორისაა.
ქუთაისში, ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს ეთერში წინასაარჩევნო დებატებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მსგავსად, დანიშნულ დროზე ტვ-ს ოფისში ვერ მივიდა გზაზე არსებული პრობლემის გამო, სტუდიაში არ შეუშვეს.
6 მაისს ვენაში სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ნიუსი „იტარ-ტასმა“ გაავრცელა. მისი შინაარსიდან სათაურშიც და ლიდშიც გამოირჩა ფრაზები, სადაც სერგეი ლავროვი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ჩაურევლობაზე საუბრობდა.
როგორც თავად აცხადებს, მომღერალი 7 წლის წინ, ფინანსური პრობლემების გამო ამერიკაში წავიდა და იქაური მოქალაქეობა მიიღო.
სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელზეც, როგორც „ფეისბუქის“ გვერდის ავტორი წერს, თბილისის იუსტიციის სახლის ფონზე „მარიხუანას“ ნერგია გამოსახული.
ოპერის მომღერალი ალეკო ხომერიკი გერმანიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს, როდესაც დაკვრის დროს პიანისტს როიალიდან ნოტების ფურცელი გადაუვარდა, ირაკლი ღარიბაშვილი კი წამოდგა და დავით ალადაშვილს ნოტები მიაწოდა.
ვერძი
შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც დაგეგმეთ, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, კარგ შედეგს მიიღებთ თუ ცოტა ზედმეტად გაირჯებით.