ქმარმა ცოლს კამათისას საჭეზე ხელი აუკრა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რამდენიმე დღის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, BMW–ს მარკის ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე, მდგარ ორ კონტროლიორს დაეჯახა. მათგან ერთი-ერთი, 26 წლის ილია ქვარცხავა, ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, 32 წლის ია დვალიშვილი, უმძიმეს მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

>>>

შალვა რამიშვილი: „ფულზე საუბარი ჩემი ახალგაზრდობის ეპატაჟი იყო...“

პრეზიდენტის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი შალვა რამიშვილი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და ივანიშვილთან არსებულ დაპირისპირებაზე  საუბრობს.

>>>

ერთი ნომერი ორ მანქანაზე და მოწოდება: "ფრთხილად, ადამიანებს იტაცებენ!"

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აქვეყნებს ორი სხვადასხვა მანქანის ფოტოს და წერს, რომ ერთით თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოთო ბაზაძე გაიტაცეს, მეორით კი მათ უთვალთვალებდნენ. ორივე ავტომანქანას ერთი და იგივე სახელმწიფო ნომერი აქვს.

>>>

ნინო ჩხეიძე: „სელფებმა ფერი დაკარგა, დღეიდან „სელფ-სიმღერებს“ შემოგთავაზებთ“

მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სიმღერის დროს გადაღებული „სელფშოტის“ კადრებია ასახული.

>>>

შსს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გერმანელ ექსპერტს ეძებს

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 73 წლის გერმანელი ექსპერტის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამუშაოებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ. უკვე მესამე დღეა ძებნის პროცესი მიმდინარეობს როგორც ქვეითად, ისე ვერტმფრენებით. 

>>>

კალაძე ბურჯანაძეს: “26 მაისს "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვენს ესკორტს კორიდორი გაუკეთა და გარბოდით”

სიმართლე უთხარით ქვეყნის მოსახლეობას 2008 წელს თქვენ პარლამენტიდან იმის გამო წამოხვედით, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, – ასე მიმართა ვიცე-სპიკერმა კახა კალაძემ ნინო ბურჯანაძეს "რუსთავი 2"-ის თოქ შოუ "არჩევანში" სტუმრობისას. 

>>>

მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ „ოცნებისა“ და პუტინის მტრების სია ანალოგიურია

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა დადავით კეზერაშვილს რუსეთმა ბრალი წაუყენოს, განცხადებას ავრცელებს.

>>>

ევროკომისია უკრაინას 500 მილიონ ევროს გადაურიცხავს

ევროკომისია 17 ივნისს უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშს გადაურიცხავს. ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. 
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს ევროკომისიამ ევროკავშირის სახელით, ბაზრებიდან ისესხა 500 მილიონი ევრო 10 წლის ვადით უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. 

>>>

არღვევს თუ არა სინოდის განჩინებას ზუგდიდელი დეკანოზი "ოცნების" კლიპში მონაწილეობით? (ვიდეო)

ზუგდიდის მაცხოვრისკარის ეკლესიის დეკანოზი გიორგი ჯგუშია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატის ირაკლი გოგოხიას წინასაარჩევნო კლიპში მონაწილეობს და აცხადებს, რომ მას ენდობა, ასევე მიმართავს მოსახლეობას და ამბობს, რომ იმედი აქვს, ირაკლი გოგოხიასთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მათი ნებაც იქნება.

>>>

ეროტიკული აკრობატიკა (+ფოტო)

ეროტიკული აკრობატიკის ეს ფოტოსესია რუს ფოტოგრაფ რუსლან მაქსიმოვს ეკუთვნის. "ნიუს" სტილში ფოტოებს ის ჯერ კიდევ 2008 წლიდან იღებდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?