საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლებთან დაკავშირებით პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
მწერალი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ „ფეისბუქის“ გვერდზე მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. მწერალი გოგი გვახარიას მიმართავს, მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მუხლზე გადამტვრევით ემუქრება.
ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელშიც მამაკაცების ჯგუფი, კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე ჯგუფურად 19 წლის გოგონას აუპატიურებს და პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ინაუგურაციას ასე აღნიშნავს.
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მას საგანგაშოს უწოდებს.
ერაყში, ქურთისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სანავთობო ქალაქი კირკუკი დაიკავეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
5 წლის ანანო ხურციძე, რომელსაც ანასეულში ჭიშკარი დაეცა თბილისში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „გურიის მოამბე“ ავრცელებს.
გაზეთი „ქართული სიტყვა“ თადარიგის ოფიცრის, კონსტანტინე ფორჩხიძის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს, რომ ლევან ვასაძეს, ასლან აბაშიძეს და მიხეილ მაჭავარიანს საერთო ინტერესები აერთიანებთ.
"პრემიერ-მინისტრის განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს", - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ტელეკომპანია "ბიბისის" ეთერში გაკეთებულ შეფასებებს.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC WORLD NEWS-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ქართულ თარგმანსაც "ტაბულა" აქვეყნებს.
ზუგდიდის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჩივის.