მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ნომერ მეექვსე საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველმა მისცა ხმა და შესაბამისად, როგორც პირველი ამომრჩეველი ჩანაწერთა წიგნშიც დაფიქსირდა.
"გუშინ საღამოს მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც კითხვებს ბადებს, გვესმის, რომ ემოციური ატმოსფეროა, მაგრამ ასევე ვიმედოვნებთ, რომ კარგი შესაძლებლობაა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის. ველოდებით ნორმალურ გარემოში არჩევნების ჩატარებას",
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ფონიჭალაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოთხი მხარდამჭერის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კოალიცია "ქართული ოცნების" კარდაკარის კოორდინატორები, ქუთაისის # 27 და #28 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აღწერას აწარმოებენ. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ქუთაისიდან აცნობეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი საჩივარი დაფიქსირდა. შენიშვნები ბათუმის #66-ე უბანზე დამკვირვებლებმა გამოთქვეს.
"იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლებს თბილისის მასშტაბით კომპანია "ეისითი" ჩაატარებს. "იქნება პროპორციული სიები და მერობის კანდიდატები. პირველადი შედეგი კი "ქრონიკის" რვასაათიან გამოშვებაში გამოცხადდება", - განაცხადა ბაია ცანავამ.
მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეს მე-16 საარჩევნო უბანში ნიღბიანი შეიარაღებული პირების შეჭრის შედეგად გატაცებული ბიულეტენები ხრამში იპოვეს. როგორც „აფხაზეთის ხმას" განუცხადეს, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის, ამიტომ არჩევნები დოშაყეს უბანში ჩატარდება.
„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეს მე-16 საარჩევნო უბანში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, დაცვის პოლიციას იარაღით დაემუქრნენ, უბანი დაარბიეს და ბიულეტენები გაიტაცეს.
ინგლისის ნაკრებს, საბოლოოდ, ვერც რუნიმ უშველა, ვერც სტარიჯის სწრაფმა გოლმა პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, ვერც ცვლილებებმა და ვერც მსაჯის მიერ დამატებულმა ხუთმა წუთმა - "სკუადრა აძურამ" პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
ბორის აფაქია, იგივე „აფაქელა“, ვლადიმირ ჯიბლაძე, იგივე „მამულო“, ვალერი ხაშბა და ქართულ-აფხაზური კრიმინალური სამყაროს სხვა ავტორიტეტები ახალ ათონში 12 ივნისს შეიკრიბნენ, სადაც „ქურდული თავყრილობა“, ე.წ. „სხოდკა“ გაიმართა.