-
2014-06-20 01:17
ჩინეთის ქალაქ ვენჩჟოუში ავტომანქანა, რომელში ერთი მამაკაცი და ორი ქალი სექსით უყვნენ დაკავებული, შემთხვევით დაიძრა და ხეს შეეჯახა. ავტოორგიის მონაწილე ერთმა ქალმა ორივე ფეხი მოიტეხა და სალონიდან მის გამოსაყვანად სპეცტექნიკა გახდა საჭირო.
სამი შიშველი ადამიანი, რომლებიც შველას ითხოვდნენ, გზაზე გამვლელმა მოტოციკლისტმა შენიშნა და მომხდარი პოლიციას შეატყობინა. ქალი, რომელმაც მოტეხილობა მიიღო, საჭესა და სავარძელს შორის იყო ჩაჭედილი, მისი გამოყვანა მხოლოდ მაშველებმა შეძლეს, ხოლო ადგილზე მისულმა პოლიციამ რაც მოახერხა, ორგიის მონაწილეთა შეძლებისდაგვარად შემოსვა იყო.
სავარაუდოდ, მანქანაში ხელის მუხრუჭი იყო ამოწეული, თუმცა, სქესობრივი აქტის დროს მას რომელიღაც შეეხო და ჩაიწია, რამაც ადგილიდან მანქანის დაძვრა გამოიწვია. მამაკაცს, რომელიც ავტომანქანის მძღოლი იყო, ბრალდება საჯარო თავშეყრის ადგილას უღირსი საქციელის გამო წაუყენეს, ხოლო ქალებს ამავე ბრალდებას მას შემდეგ წაუყენებენ, რაც ისინი მომჯობინდებიან და შეკითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებენ.