ლევან დავითაშვილი - სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად განახლდება

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად აღდგება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

სამართალდამცველებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრობა მოვაჭრეებს დაატოვებინეს

დღეს, ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან, მოვაჭრეებსა და ბაზრის დირექციას შორის  კონფლიქტი მოხდა. მოვაჭრეების თქმით, პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, დილით ბაზრობის კარები დაკეტილი დახვდათ და მათ მუშაობის საშუალება არ მიეცათ. მოვაჭრეებმა შესვლა მაინც მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მათ ტერიტორია დაატოვებინეს.

>>>

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურმა მონაცემმა 3 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურმა მონაცემმა 3 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გლობალურად 3003352 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 207000-ს აღემატება.

>>>

ირაკლი ჩიქოვანი - მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც „კოვიდ 19“-ზე გამარჯვება

დღეიდან საქართველოში დაწესებული შეზღდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა ამოქმედდა, –  ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

>>>

ნორვეგიაში სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

ექვს კვირიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, ექვსიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

>>>

სომხეთში, გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულია 1 808 ადამიანი

სომხეთში, გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 1 808 შეადგინა.

>>>

ლევან რატიანი - ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 30-ის ანალიზის პასუხს კი ველოდებით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, კლინიკიდან ერთი პაციენტი ეწერება, 30 პაციენტის ანალიზის პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

>>>

უხანში კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავთ

ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 99%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრი იყო, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოებში კორონავიურით არც ერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.

>>>

შოთა რეხვიაშვილი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი მერიის თანამშრომელს დაუდგინდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი მერიის თანამშრომელს დაუდგინდა. როგორც რეხვიაშვილი განმარტავს, ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა ბოლნისშიც.

>>>

შსს - გასული დღე-ღამის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !