ექსპერტებმა შეადარეს კონკურენტების ორი მთავარი მოდელი - ,,iPhone 5S“ და ,,Samsung Galaxy S5“. ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრებები „სამსუნგის“ სასარგებლოდ გადაიხარა. მათ რამდენიმე მიზეზი დაასახელეს, რომელთა გამო „სამსუნგი“ iPhone-ზე უკეთესი ბრენდია.
დონეცკსა და მაკეევკაში ათონის მთის ბერებმა ივერიის ღვთისმშობლის, წმინდა პანტელეიმონის, მაცხოვრის ხატები ჩაიტანეს და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოხალისე მებრძოლებს მათთან მიახლების საშუალება მისცეს, ამასთან, მათ მისცეს კურთხევა "მოძალადეებთან საბრძოლველად".
სატვირთო ავტომანქანებში, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის ნიღბით შევიდნენ, დონეცკის სამხედრო ქარხნისა და ლუგანსკის ვაზნების ქარხნის მოწყობილობები ჩატვირთეს.
"კარგი მეგობარი და უკრაინის ძლიერი ადვოკატი"- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ანგელა მერკელს.
ლუგანსკში ლიტვის საპატიო კონსული მიკოლა ზელენიჩი მოკლეს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინა ლინკევიჩიუსი იტყობინება.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის შესვლა უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტის მორიგი დარღვევაა. -აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
დიმიტრი ბალაკირევი, რუსი ბლოგერი აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც ჩელიაბინსკში გამართულ ერთ ღონისძიებაზეა გადაღებული.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქველმოქმედო საქველმოქმედო აქციას და ფლეშმობ Ice Bucket Challenge-ს საკნიდან შეუერთდა.