კანდიდატურა, რომელსაც მე უნდა შევეცვალე, წინასწარ იყო შერჩეული,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ რადიო ,,თავისუფლებისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას N8 საპყრობილეში პატიმრების დაბმის შესახებ. სამინისტროს ცნობით, არსებობდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პატიმრების მიერ თვითდაზიანების განმეორებით მიყენების რისკი, რის გამოც ისინი ხელბორკილის გამოყენებით დააბეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესები 2015 წლიდან გაიმართება.
ფოტო, რომელიც "აფხაზეთის ხმას" მიაწოდეს, ზუგდიდშია გადაღებული და სარიტუალო მომსახურების ერთერთ კომპანიას ეკუთვნის.
საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჯაფარიძე „ფეიბუქზე“ წერს, რომ საქართველო დან რუსეთში ექსპორტი იზრდება, ამის გამოკლებით კი, მთლიანი ექსპორტის ზრდა, პრაქტიკულად, შეჩერებულია.
გურჯაანში მომხდარი ფაქტის გახმაურებამ საზოგადოებაში შოკი და შეძრწუნება კიდევ ერთხელ გამოიწვია.
ადვოკატი გიორგი ონიანი "ფეისბუქზე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაზისუბანში, 92-ე საჯარო სკოლასთან უცნობი პირები ავტომატებისა და პისტოლეტების გამოყენებით ისროდნენ, რაზეც პოლიცია დუმს.
მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლემ კახა მამულაშვილმა, იგივე „მამულიჩამ“ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ლელასა და მურატ ილდიმირის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.
ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის სურათი ჩამოხიეს,-ინციდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე მოხდა. ბანერი სასტუმროს ერთ-ერთმა სტუმარმა ჩამოხია, რომელიც ამ ფორუმს ესწრებოდა.