დღეს სასტუმრო „ძველ თბილისთან“ „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ის უცხოელები, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ უკრაინის დამოუკიდებლობასა და ერთიანობას, ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ.
საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, თსუ ყოფილი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ამაყობს, რომ უკრაინის მოქალაქე გახდა. ამის შესახებ კვიტაშვილმა რადაში გამოსვლისას აღნიშნა, სადაც მინისტრობის კანდიდატები გამოდიოდნენ სიტყვით.
ექსპერტი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი და ერთ დროს მისი მრჩეველი, საზოგადოების ნაწილის მიერ „რუხ კარდინალად“ მიჩნეული გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მისი ნებისთ საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში პრემიერის ვიზიტს უკრაინაში გადადებდა სიტუაციის გარკვევამდე.
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტის მიმართ მინიჭებულ უფლებებზე უმრავლესობის რეაგირება არაადეკვატურია.
თბილისში დღეს დილით ჩამოსული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მთავრობის წარმომადგენლების გარდა, "ნაციონალური მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებსაც შეხვდებიან და გლდანის ციხეშიც შევლენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.
"არჩევანში" ზაქარია ქუცნაშვილისა და გიორგი გაბუნიას დიალოგმა კომიკური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გაიხსენა, რომ პრეზიდენტთან დიალოგზე მისვლისას მას ხელში კონსტიტუცია ეჭირა.
ფინანსთა მინისტრი გადაცემაში "იმედის კვირა" აღიარებს, რომ ფასებმა საშუალოდ 3,4%-ით მოიმატა, ხოლო ლარის კურსთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოპტიმიზმი არ უნდა დავკარგოთ, ხოლო პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ლარი ცოცხალი ორგანიზმია და მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
რის გაკეთება შეუძლია იპოთეკარებისთვის ფინანსთა სამინისტროს? შეკითხვაზე ნოდარ ხადური პასუხობს - "არაფრის". - გადაცემა "იმედის კვირა" მაინცდამაინც იმედიანი არ აღმოჩნდა იპოთეკარი მოქალაქეებისთვის.