,,მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ პასუხისმგებლობას ვიხსნი. პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, მიუხედავად იმისა, ტექსტს გავეცანი თუ არა. ეს არ იყო შეგნებული შეცდომა. ეს არ იყო წინასწარგანზრახული შეცდომა.
ქვეყანას სჭირდება საკუთარ თავში დარწმუნებული პრემიერ-მინისტრი გეგმით, თუმცა ეს გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ გამოჩნდა,–ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა ,,რეაქციაში“ განაცხადა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ არავინ მიდიოდა სტრასბურგში ასოცირების რატიფიცირებაზე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.
მე უნდა წავსულიყავი სტრასბურგში, რომ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს. სააკაშვილი იყო იქ, ხომ ნახეთ?! –ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ,,რეაქციაში" განაცხადა.
ყაჩაღობა მოხდა ლოტკინზე, ე.წ ბოშების დასახლებაში. როგორც დაზარალებულის მეზობლები ამბობენ, ცოლ-ქმარი უთოთი აწამეს და სცემეს.
ბათუმში, გვიან ღამით ორმხრივი სროლისას კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი. გარდაცვლილ, თარეშ მუკბანიანს, სავარაუდოდ, რამაზ დევდარიანმა ესროლა.
თავდაპირველად ვიდეოპორტალ "იუთუბზე", შემდეგ კი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა სახალისო ვიდეორგოლი, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია გაშარჟებული.
27 დეკემბერს პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ყველაზე მეტი გამოხმაურება დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის საქციელს მოჰყვა, რომელიც აკაკი ბობოხიძეს ზურგიდან მიეპარა და მიკროფონს ურტყამდა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აუცილებელია, რათა საქართველოში მოვიდეს ის ძალა, რომელსაც არ შეეშინდება, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არათუ ქვეყნის მართვა, ჩხუბიც კი არ შეუძლია.