სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობის გამო პოლიციელი ბ. მ., რომელიც რამდენიმე საათის წინ ვარკეთილის მეტროსთან მეწყვილესთან ერთად დაჭრეს, გარდაიცვალა.
თბილისში, ვარკეთილში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პოლიციელი დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქში" აქვეყნებს საფრანგეთში გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ალასანია ხელს აწერს მემორანდუმს. ნათია ფანჯიკიძე ფოტოებს შეკითხვას: "ამასაც უარყოფს საფრანგეთის ელჩი?" და ირონიულ კომენტარს ურთავს.
ტვ "იმედის" გადაცემაში "რეაქცია" მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ სამართალდამცველთა დაცვის ლიგის წარმომადგენლის ზაზა ჭაიას გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ პოლიციელები ჩმორები კი არ არიან, არამედ სახეები დაუმშვიდდათ და ჰუმანისტები გახდნენ.
კასპის რაიონის სოფელ წინარეხის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სოფელში სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის მავნეა: "დაიწამლა ხალხი, ჩამოვდივართ აქა, ვდგავართ ქუჩაში, თქვენ კიდე იცინით და არაფერს აკეთებთ", -
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, რომელიც მან "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემაში გააკეთა, მუხათგვერდის სასაფლაოზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიალი არ ჩატარებულა და ეს დნმ-ისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება იყო, რაც ნაკლებად პომპეზური და ნაკლებად მასშტაბური ღონისძიებაა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას საპასუხოდ აცხადებს, რომ არანაირი ხელმოწერილი ხელშეკრულება საფრანგეთთან არ არსებობს და აზუსტებს, რომ ხელი მოეწერა არა ხელშეკრულებას, არამედ მემორანდუმს.
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში ბიზნესმენ რომან ადამიას ოჯახს შეგნებული ზარალი მიაყენეს: მათ საცხოვრებელი სახლიდან ოდნავ მოშორებით, ბოსელში 8 სული ძროხა დაუწვეს.
"ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია აფხაზური მედიის მიერ პირველ აპრილს ხუმრობით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას წამოეგო და საპასუხო განცხადება გააკეთა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ტვ "თრიალეთის" ეთერში შეკითხვაზე, რა რჩევას მისცემდა ირაკლი ღარიბაშვილს, აცხადებს, რომ მისთვის რჩევის მიცემას აზრი არა აქვს.