"სამწუხაროდ, ეს იყო მიზანმიმართული პროპაგანდა სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ“, - აცხადებს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ყოფილი ჟურნალისტი და 90-იანი წლების პოლიციის მამხილებელი არაერთი ჟურნალისტური გამოძიების ავტორი ელისო ჩაფიძე, რომელიც საპატრულო პოლიციის კამერებით გადაღებულ მასალებს "ფარულ ჩანაწერებად" მოიხსენიებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას და ყრილობას აანონსებს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს განცხადება დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.
29 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გასვლითი შეხვედრა სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ გამართა, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა.
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორია.
ზუგდიდში დადიანების სასახლის ბაღში გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ლოტკინზე, საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარედ ძლიერი ხანძარია. როგორც ,,აფხაზეთის ხმას" შემთხვევის ადგილზე უთხრეს, ცეცხლი ჯართის შემგროვებელ პუნქტს მოედო.
გუშინ საღამოს ავჭალაში დაჭრილი ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვთ, საავადმყოფოში ამ დრომდე რჩებიან. გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩატარდა, მაგრამ ერთერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმე რჩება.
ხმაური იყო გვიან ღამით ქუთაისის აეროპორტში, რის შედეგადაც საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება მოხდა: 140 მგზავრი ქუთაისი-სტამბოლის რეისის გაუქმებას აპროტესტებდა.
ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსვლის დროს, გაეროს ტრიბუნიდან, კონფრონტაციული ტონი აირჩია.
მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი "ფეისბუქი" გაითიშა. პრობლემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეინიშნება. შეფერხებით მუშაობს ასევე "მესინჯერიც".