ქუთაისში 30 წლის მამაკაცმა მე-12 კლასის მოსწავლე მოკლა. შემთხვევა დღეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. სასიკვდილი ჭრილობა ახალგაზრდას ცივი იარაღით აქვს მიყენებული .
სცენარისტი და პოეტი ლეო ნაფტა საგარეჯოში შუალედური არჩევნების ამ დროის მონაცემებით ცნობილ შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც თამარ ხიდაშელი ირმა ინაშვილს ამარცხებს.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საგარეჯოს სააღცევნო ოლქში შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაზე საუბრობს. მისი თქმით, ბალანსი დარღვეულია ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა რაოდენობას შორის, ასევე, ხმების დაჯამებისას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 24 უბნის შედეგებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს. მას 3067(47.78%) ხმა აქვს, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილს კი 3033(47.25%). დასათვლელი კიდევ 26 უბანია.
საგარეჯოს საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა მოიგო 574 ხმით. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განუცხადა. არსებული ინფორმაციით, თამარ ხიდაშელმა 7572 ხმა მიიღო, ირმა ინაშვილმა 6998.
ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლებისთვის, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. საუბარია მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიასთან საუბარზე.
ვერძი: - დღევანდელი დღე საშუალებას მოგცემთ, წარსულში განვითარებული მოვლენები, სრულიად განსხვავებულად დაინახოთ და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომების მოგვარების გზებიც იპოვნოთ. თუმცა ნებისყოფის დაძაბვისა და მაქსიმალური შრომისუნარიანობის გარეშე, წარმატების შანსი, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა ხელიდან გაგისხლტეთ.
„როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მას უწყდება საქართველოს მოქალაქეობა, სამართლებრივად აქ გადასაწყვეტი აღარაფერი იყო, სხვა საკითხია პოლიტიკური საფუძველი, ეს კანონი ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება და სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული“ -
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადებით, სოციალური ქსელი შეტყობინებას გაუგზავნის მომხმარებლებს, ვინც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების ან მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის თვალთვალის მსხვერპლია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიიდან, წინასწარი მონაცემები უკვე ცნობილია 18 საარჩევნო უბანზე. „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი იგებს იორმუღანლოს საარჩევნო უბნებს დიდი უპირატესობით.