ოჯახური ძალადობის ფაქტზე 6 თვეში 1328 პირი დააკავეს. განცხადება ოჯახური ძალადობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
ტაილანდში სამაშველო ოპერაცია განახლდა. მყვინთავები დატბორილ გამოქვაბულიდან 4 ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოსაყვანად შევიდნენ.
"10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ - საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.
World Vision-მა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვაკის პარკისა და თავისუფლების მეტროს ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ინსტალაცია სახელწოდებით „Facebook - ის ცოცხალი პოსტი” მოაწყო.
ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სახლი წაიღო. სვანეთი კატასტროფის წინაშეა, მაღალმთიანი რეგიონის ერთ ნაწილს დატბორვა, ნაწილს კი წალეკვა ემუქრება.
ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ქართველი და სომეხი წევრები დააკავეს.
ბრიტანეთის ქალაქ ეიმს-ბერიში მოწამლული წყვილი ე.წ. „ნოვიჩოკის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
ლეღვის ნახარშით დამწვარი 23 წლის მამაკაცი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დიღომში ამერიკის საელჩოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება საქართველოს ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებზე და ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სიაზე საუბრობს, ქართველი კანონმდებლები ეხმაურებიან.