Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია - ფესტივალი 10 წლის იუბილეზე 70-მდე ქართველ და უცხოელ შემსრულებელს 21,22 და 23 ივნისს ლისი ვანდერლენდში უმასპინლებს.
ყაჩაღური თავდასხმა თბილისში - "კურიერის" ინფორმაციით, თავს საბურთალოზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" ფილიალს დაესხნენ. თავდაპირველი ინფორმაცით თავდასმხმელებმა მძევალიც აიყვანეს, თუმცა ეს ფაქტი შს სამინისტრომ არ დაადასტურა.
არასამთავრობო ორგანიზაცია, “ფლანგვის დეტექტორი” 2018 წლის იმ დეპუტატების სიას აქვეყნებს, რომელთა შესახებ მოსახლეობამ არაფერი იცის და საკანონმდებლო ორგანოში აქტიურობდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, ასეთი პარლამენტში სულ 30 დეპუტატია, მათგან 24 მმართველი პარტიის წევრია.
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს - გატაცება სოფელ ყარაფილადან მოხდა.
არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემდეგ, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
სირიაში პანკისის ხეობიდან ჩასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. 25 წლის ამირან ბორჩაშვილი სოფელ დუმასტურის მკვიდრი იყო.
ეთიოპიაში გლოვის დღეა გამოცხადებული. ქვეყანაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ 157 ადამიანს გლოვობენ.
ქრთამი საჯარო სამსახურში დასაქმების სანაცვლოდ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ბაგრატიონების სამეფო კარის თამაშები - მეფეს დედოფალი უჩივის. ყოფილ სიძეს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს.
85 ასაკში ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა.