იზორიას შეახსენეს, რომ ორი საათია საუბრობს და რუსეთი არც უხსენებია

Image

ორი საათია საუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა, საერთოდ, - მიმართა პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ რომან კაკულიამ თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის შემდეგ. 

 „ცოტა ვარ გაოცებული, მართალი გითხრათ, ორი საათია საუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ. თქვენ, უწყება, იმედია, არ ხართ დაკომპლექსებული იმ ძალიან უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში, რომელსაც ადგილი აქვს და ეს არის ასეთი რამ: ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ამ ქვეყანაში, რომელიც თავის რიტორიკად, თავისი მიზნის მისაღწევად, ცხადია, იყენებს რუსეთის საფრთხეს მომავალში ჩვენი ქვეყნისადმი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც ევროპული ორიენტაცია გვაქვს და ჩვენი მიზანიც ეს არის - არ გვინდა ვიყოთ ასოცირებული ამ ადამიანებთან თუ ამ პოლიტიკოსებთან.

 

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს თუ როგორ უყურებთ ამ თემას. იმიტომ რომ აქ ორი ალტერნატივაა: პირველი, ეს საფრთხე არსებობს და ამ საფრთხისგან თავის დაცვის გარანტია არის ჩვენი მცდელობები და ამას პლუს საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელზეც ალბათ ვიღაც იტყვის, რომ არასათანადოა, მაგრამ ეს არის გარანტია იმისა, რომ 40 კილომეტრში მდგომი ტანკები არ იქნებიან თბილისში.

 

და არის მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რა ვისთან გვაქვს საქმე, ვლადიმირ პუტინის თუ რუსეთის სახით, ჩვენ შესაძლოა ვერ მივიღოთ, არ იყოს, შესაძლოა, მათთვის ეს მხარდაჭერა იმ მასშტაბის, რომ ეს საფრთხე ავიცილოთ, მაგრამ არის რა ეს ჩვენი საერთო არჩვევანი, ჩვენ მთლიანობაში მზად ვართ ამ გამოწვევის მისაღებად... რა მოტივით არ ისაუბრეთ ამ გამოწვევებზე“, - განაცხადა კაკულიამ.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !