"ველოდებით დარბევას, მაგრამ ფეხს არ მოვიცვლით. თუ დაგვარბევენ გადავჯგუფდებით და ისეც მოვალთ. თუ დაგვიჭერენ სხვები მოვლენ. არ ვაპირებებთ დანებებას. " - განაცხადა გიგი უგულავამ
"აქ პოლიციაც იყო და სცადეს კარვების აღება, მაგრამ ჩვენი აქ დგომა ლეგიტიმურია. ამ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის წინაშე ვალდებულები არიან, თუმცა ბიძინას დაკრულზე ცეკვავენ და არ ასრულებენ მოვალეობას. ჩვენ არ შევუშვებთ მათ შენობაში, მაგრამ არც ძალისმიერ მეტოდებს მივმართავთ." - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა
საქართველოს პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით აქციის მონაწილეებს 30 წუთი ექნებათ დაშლისთვის, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმი დაიწყებს რეაგირებას.
კახა კალაძე პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას კანონდარღვევად მიიჩნევს და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.
სპეცრაზმი სრული ეკიპირებით მიემართება რუსთაველზე გამართულ აქციაზე.
პარლამენტის შესასვლელები კვლავ პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
ნიკა მელიას განცხადებით დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ, რადგან ისინი არ ემსახურებიან საზოგადოების ინტერესებს.
„დღეს ერთადერთი რეალური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა კახა კალაძემ
როგორც "აფხაზეთის ხმას" საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორმა გოჩა მირცხულავამ განუცხადა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს იწვევს უმცირესობა, რასაც შემდგომ უმრავლესობა ანვითარებს.
აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები თავად მიაქვთ. ისინი ტომრებს იმ მანქანიდან ეზიდებიან, რომელიც ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ გააჩერა.