ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“პაატა იმნაძე – ასი მეილი, 200 ზარი, 50 ჩართვა. ლუგარი, ცენტრი, ბრიფინგი და 4-5 საათი ძილი და
4 ფინიკი საჭმელად. და სულ სანდო, საოცარ გუნდთან ერთად. სული რომ უნდა ვუბეროთ ის კაცია”.
ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ქუჩაში სასეირნოდ გავიდა.
ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, მათთან შესული შეტყობინებით გაიგეს. დღეს მის საცხოვრებელ
ადგილთან პოლიცია და ცენტრის თანამშრომლები მობილიზდნენ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა, საკუთარ პარტიულ ინტერესს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები და შეამციროს მათი რაოდენობა იქ, სადაც განსაკუთრებით ჭირს, მაგალითად, თბილისსა და იმერეთში. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, როგორც ჩანს, განვლილმა თვეებმა ხელისუფლებას ვერ გამოატანინა სწორი დასკვნა, რომ ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებასა და საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიბერდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულებმა 13 მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია უკანონოდ გამოიყენეს და უნებართვოდ შეაღწიეს ინტერნეტ-ბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაკავებული დავით შაკიაშვილის საქმეზე იმსჯელეს. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, პროკურორს დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად
აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 271 პაციენტი.
„როიტერის“ ცნობით, ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ანი ჩირაძის(ჩიკას) სახლი, რომელიც სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს, იმედა კახიანის მფლობელობაშია. ამასთან დაკავშირებითმ, ნინი ბადურაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით კომენტარს აკეთებს.
რუსეთი მზად იქნება პასუხი გასცეს ნებისმიერ აგრესორს, რომელიც ჰიტლერის გერმანიის მსგავსად
გაბედავს თავს დაესხას ქვეყანას, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, „ტასთან“ ინტერვიუში, „20
კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.
ჰელენ რუთ ვან ვინლიკი სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალურია, მან გამოჩენისთანავე მოიპოვა პოპულარობა. 92 წლის ქალბატონი გამოირჩევა, შთამბეჭდავი ფერადი და ორიგინალური ფოტოებით. სწორედ ეს გახდა, ჰელენის პოპულარობის მიზეზი.