კორონავირუსით მაკგრეგორის დეიდა გარდაიცვალა.
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას, შეწყალების თხოვნით ადვოკატმა პრეზიდენტს მიმართა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ პაშინიანი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაშია.
პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდგინდა გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეს არის 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში და საზღვარზე შემოწმებისას კორონავირუსი დაუდგინეს.
მონარქი მანქანიდან გამოდმოსვლისას ლორდ-ლეიტენანტს, სერ კენეტ ოლისს შეხვდა და მას ხელი ჩამოართვა.
ლეიტენანტმა პრინცს შენიშვნა მისცა და კორონავირუსის პანდემიის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს. ჩინეთის ელჩის, ლი იენის თქმით, გასულ კვირას ჩინეთის საელჩომ ორგანიზება გაუწია ვიდეო შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით, სადაც ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის ტესტის პასუხები უარყოფითია. ამ დროისთვის ისინი 24 საათში განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან.
კორონავირუსის საფრთხის გამო, უკრაინა 17 მარტიდან ავიამიმოსვლას მთლიანად წყვეტს. ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო ვიდეომიმართვაში უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა სამი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ სამშობლოში.
თბილისი მერის, კახი კალაძის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ზიანის შესამცირებლად, ღია კაფე-ბარების მფლობელები 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან.