ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს საეკლესიო მსახურებების შეზღუდვა სთხოვა. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს მთავრობა ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება.
ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. ის წერს, რომ მიუხედავად ქვეყანაში დაძაბული ფონისა, ბავშვები არ უნდა დავაპანიკოთ
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიხილება უკიდურესად მაღალი რისკის გარემოდ. მხოლოდ დედაქალაქში ერთი დღის განმავლობაში მილიონზე მეტი მგზავრობა ხორციელდება.
დავით მესხიშვილი მო
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლ ბერბიჭაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების გამო სინოდის სხდომა უნდა შეიკრიბოს და ერთიან პოზიციაზე შეჯერდეს. მისი თქმით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, მაგრამ ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს და მდგომარეობა დამაფიქრებელია.
საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.
ერთადერთი კონტინენტი, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ანტარქტიდაა.
წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, შემთხვევით არ არის. ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში საკუთარ სასტუმროებს სამედიცინო კლინიკებად გადააქცევს.