პრეზიდენტმა ექიმი და მეცნიერი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

Image

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. 



სახელმწიფო ჯილდო თენგიზ ცერცვაძეს სალომე ზურაბიშვილმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თენგიზ ცერცვაძის საიუბილეო საღამოზე გადასცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:

,,ბატონო თენგიზ, თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე უზარმაზარია. თქვენ დაბადებული ხართ ექიმად. თქვენს მსგავსად ბევრი ქართველი იბადება ექიმად და ბევრ წარმატებას აღწევს, რადგან მე ღრმად მჯერა, რომ საქართველო რჩება მედეას ქვეყნად, ქვეყნად, რომელიც გენეტიკურად მიდრეკილია ექიმობისა და მეცნიერებისკენ. თქვენ ამის ნათელი მაგალითი ხართ. თქვენ, თქვენი მოღვაწეობით მსოფლიოს ორი, ძალიან მძიმე დაავადება დაამარცხეთ.  ეს ძალიან დიდი მიღწევა და გამარჯვებაა მსოფლიოსა და ჩვენი პატარა ქვეყნისათვის.
მინდა მივმართო საზოგადოებას და მიმაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან თქვენთვის ყველაზე დიდი მადლობის გამოხატულება იქნება ის, რომ ეს გზა ბოლომდე გავიაროთ - ჰეპატიტის დამარცხებამდე.

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველამ გაიაროს ტესტირება და ჩაატაროს მკურნალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უფასოდაა შესაძლებელი.
ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს!  ეს იქნება ჩემი თხოვნა და დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს.

ბატონო თენგიზ, თქვენ ხართ ის, რაც დღეს ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება - მაგალითი. მაგალითი, არა მხოლოდ მეცნიერების და პროფესიული წარმატების, რაც თავისთავად ძალიან დიდი რამაა, არამედ, მაგალითი ადამიანობის, ღირსების, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა  გაატარო  შენი ცხოვრება, აიღო ინიციატივა, (რაც ზოგჯერ ასე გვიჭირს) იყო მასზე პასუხისმგებელი და ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე. ეს არის ალბათ ის, რაც ჩვენ ახალგაზრდობას, ჩვენ ზოგჯერ უიმედო საზოგადოებას ყველაზე უფრო სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა ამ მაგალითისათვის.
დღეს, როცა თქვენ გიყურებთ, თქვენში ვხედავთ ახალ წარმატებებს და გვეძლევა ახალი იმედი იმისა, რომ ეს პატარა ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია, შეუძლია იყოს ძალიან ნიჭიერი და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიოს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
თენგიზ ცერცვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს დაფასება უდიდესი პატივია.

,,მინდა დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ თქვენი ამ უმაღლეს პოსტზე მუშაობის შედარებით მცირე პერიოდში მოახერხეთ, რომ ძალიან დამაჯერებლად გეჩვენებინათ, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს პრეზიდენტის მისია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ეს ყველაფერი თქვენი გამოცდილებისა და უდიდესი ავტორიტეტის და ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასის დამსახურებაა.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ჩადგეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგებში",  -  აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !