თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.
დავით საყვარელიძე უკრაინაში გენერალური პროკურორის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში მწყობრიდან გამოსული აპარატი ახალი სისტემით ჩაანაცვლა კომპანია „ეი ბი ემ“-ის ხელმძღვანელმა.
ბათუმის ინფექციურში გადაყვანილი 3 პირიდან, ერთ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადებული მესამე პაციენტის პირველ ტესტს უარყოფითი შედეგი აქვს
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამი პირი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, კონტაქტში იყვნენ უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.
საბერძნეთში კორონავირუსით უკვე მეორე ქართველი დაინფიცირდა.
44 წლის ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღარ არის. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 15 მარტს თვითიზოლაციის წესები კიდევ 20-მა პირმა დაარღვია. მათი თქმით, მოქალაქეები თბილისიდან, მცხეთიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, გურიიდან და აჭარიდან იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.