"400 მილიარდამდე კალიისგან შემდგარი უზარმაზარი ფარა, რომელმაც ირანს და ერაყს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით გადაუარა, თურქეთის საზღვრისკენ მიემართება… იმედია თურქეთიდან ჩვენკენ არ წამოვლენ. კალიები დღეში 150 კილომეტრს გადიან და თურქეთ-ერაყის საზღვრიდან, მათ სულ რაღაც 7-10 დღეში შეუძლიათ საქართველოში ჩამოაღწიონ…
პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრი, მიხალ ვოსი, საკუთარ “ტვიტერზე” პოსტს აქვყნებს და ადასტურებს, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული.
“ჟურნალისტებისთვის არც დღესასწაულია, არც დისტანციური მუშაობა, არც საყოველთაო ვირუსი… საშველად პირველს მაინც ჟურნალისტს ურეკავენ… ძალიან დაუფასებელი პროფესიაა”,- ამის შესახებ ჟურნალისტი მანანა მანჯგალაზე სოციალურ ქსელში წერს.
"გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველაფერი კარგად იქნება "-ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი თავის
"ინსტაგრამ"გვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და ადამიანებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს,
ნუკი ჯერჯერობით საქართველოშია და ერთ კვირაში ამერიკაში ბრუნდება.
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოს ჩართულობით ხორციელდება.
“როდესაც კორონავირუსის ეპიდემია მორჩება, ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს ინფორმაციის დამალვისთვის”, – ამის შესახებ განაცხადა Twitter-ზე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი წერს.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის ბოლო სამი ინფიცირებულის კონტაქტია. მისივე თქმით, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კორონავირუსის გამო საქართველოში კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით,სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება. ინფიცირებულთა რიცხვი კი კვლავ 33-ია.
“დარჩნენ სახლში და იფიქრონ ღმერთზე და ილოცონ ღმერთთან, ვიდრე ეკლესიაში კორონავირუსზე ფიქრობდნენ”-ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოში დაბრუნებას ცდილობს სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე ჩამოვიდა.