ინსტაგრამ პოსტი - როგორ ატარებს მარიამ გეგუჩაძე კარანტინში ყოფნის პერიოდს
საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვები შესაძლოა ინფექციის გავრცელების დამატებითი წყარო გახდნენ უფროსი თაობისთვის.
გორის მონაკვეთზე პოლიცია იმ პირის დაკავებას ცდილობს, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას dianews.ge ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, მოქალაქე, რომელსაც თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული, წესი დაარღვია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა.
ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:
ცნობილის ქართული ბრენდი SHAVDIA მზადაა, მსურველებს პირბადეები სრულიად უანგაროდ გადასცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მიმართვას აკეთებს:
„დღეისათვის დაგვიფიქსირდა 4 შემთხვევა. ვიცით რომელი კლასტერიდან არიან. ორი ინფექციურშია, ორი საუნივერსიტეტო კლინიკაშია. 38-ე პაციენტი თვითიზოლაციაშია. რამდენიმე დღეში გვეცოდინება მეტი დეტალი“, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის წესთა უმეტესობა უკვე მოქმედებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
"ვითიბი ბანკი " ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, 21 მარტს არ იმუშავებს.