მივყვეთ რეკომენდაციებს და დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით - ამირან გამყრელიძე

“სახლებში ორ-სამ ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები, მივყვეთ რეკომენდაციებს და მაშინ, დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

>>>

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1720-ს მიაღწია

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 339 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

>>>

დონალდ ტრამპი - ახლა გაერთიანების დროა, თუმცა გაერთიანება გაცილებით რთულია, როდესაც არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტების გვყავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ენბისის“ კორესპონდენტს პიტერ ალექსანდერს, არაკეთილსინდისიერი და საშინელი რეპორტიორი უწოდა.

>>>

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 948-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 948-ით გაიზარდა. ვირუსის დაწყებიდან, დღემდე ქვეყანაში 18 610 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულია 55 ადამიანი.

>>>

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოშია — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა. მისივე ცნობით, ამ პაციენტის პასუხი დღეს, 22 მარტს გამთენიისას გახდა ცნობილი ლუგარის ცენტრში, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფი ატარებს ჩაღრმავებულ ეპიდკვლევას, კონტაქტების გამოსავლენად.

>>>

რუმინეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

რუმინეთში „კოვიდ19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

>>>

რეალურად ეს შეიძლება არის მესამე მსოფლიო ომი, ფრონტის ხაზი კი გადის იტალიაში - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

რეალურად ეს არის შეიძლება მესამე მსოფლიო ომი, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მტერს. მტერი არის უხილავი. ფრონტის ხაზი გადის იტალიაში, ევროპის ქვეყნებში,- ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

>>>

კორპუსების აივნებზე გამოფენილი ბანერები წარწერით “#ჩვენ დავრჩით სახლში” გამოჩნდა

კორპუსების აივნებზე გამოფენილი ბანერები წარწერით “#ჩვენ დავრჩით სახლში” გამოჩნდა.

>>>

სწრაფი ეპიდაფეთქება არ ფიქსირდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე ვითარდება, როგორც სპეციალისტები პროგნოზირებდნენ. 

>>>

ილია მეორე- ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ

"მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი. ყოველდღე უნდა ისხუროთ თქვენ, თქვენს შვილებს,

ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეული ღვთისა."

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?