თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესკომპანიებს მიმართავს, დასაქმებულები
სამსახურიდან ხელფასის გარეშე არ დაითხოვონ.
დღეიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 49-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა. დღეს ეს უკვე მეხუთე დადასტურებული შემთხვევაა.
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი შალვა კეკელია ამბობს, რომ ურჩევნია ციხეში მოხვდეს, ვიდრე აღდგომის დღესასწაულზე წირვაზე ვერ წავიდეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ს განუცხადა.
საპატრიარქომ წმინდა სინოდის ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით, წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე.
“ცხოვრება რთულ პერიოდშიც არ ჩერდება,”- ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნიგუარდას საავადმყოფოს ადმინისტრაცია. საქმე იმაშია, რომ იტალიაში, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ბოლო 24 საათში, 741 ახალი სიცოცხლე გაჩნდა.
მუდმივ მონიტორინგში გვაქვს სასურსათო პოზიციები, რომ არ გვქონდეს მიწოდების წყვეტა. ჩვენ ვაკონტროლებთ შეკვეთებს და შეფერხება არ იქმნება, - ამის შესახებ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში რელიგიური შეკრებების შეზღუდვის საკითხს საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება. როგორც ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც:
„ყოჩაღ საქართველო სწორი გადაწყვეტილებებისთვის“, - ამ სიტყვებით კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლის სტრატეგიას აფასებს და კომენტარს ურთავს ამავე თემაზე ევრაზიანეტის მომზადებულ სტატიას.
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორ მან აღნიშნა, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.