“როდესაც ჩვენ მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან”, – ეს განცხადება გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 5 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.
კორონავირუსთან საბრძოლველად იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს.
საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს 18 წლის გოგო, რომელსაც მარნეულში დაინფიცირებულთან ჰქონდა კავშირი.ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კლინიკაში ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
პურზე ფასი არ გაიზრდება და არც შეფერხება იქნება განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ჰარვი ვაინშტაინს ციხეში კორონავირუსი დაუდგინდა.
რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდება.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბოლნისისა და მარნეულის მცხოვრებლებს მიმართავს და მათ გამხნევებისკენ მოუწოდებს.
ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერა, კიდევ სამს დღის განმავლობაში გავწერთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მარნეულში, სადაც კარანტინი მოქმედებს, რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი იმყოფება.