კორონავირუსის გამო, რუსეთში არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე აღნიშნავს.
ოპრა უინფრიმ კორონავირუსთან საბრძოლველად 10 მილიონი დოლარი გაიღო.
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას ამჯერად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ შეუერთდა.
ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select- ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ამავე განცხადებაში მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული სუბიექტის მიერ შესაბამის ობიექტზე ამ წესების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობების და საშუალებების არსებობაზე.
რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსის შესახებ მსოფლიოს შეატყობინა, გმირის წოდება მიანიჭეს.
თუ კორონავირუსზე განმეორებითი პასუხები უარყოფითი იქნება, დღის ბოლოს რამდენიმე პაციენტს გავწერთ-ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ 6 ქართველი პაციენტის კორონავირუსის გენი გაშიფრულია.
ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია და შედეგი უარყოფითია. ეს ინფორმაცა Imedinews-ს კლინიკაში დაუდასტურეს.