საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ უახლოეს კვირაში აშშ-ში კორონავირუსს ძალიან ბევრი მსხვერპლი მოყვება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
აჭარაში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა. საკარანტინო ვადის ბოლო დღეს 80 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდგინდა.
“მზად ვარ საბოლოო დათმობაზეც წავიდე და თუ ავიაკომპანიას თანხმობას მისცემენ, დავთანხმდე გახარიას პირობას და მთავრობის ფონდში გადავარიცხინო საჭირო თანხა. მეტი რაღა ვქნა რათა ჩვენ ხალხს დავეხმარო…”-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათთან მყოფი ორსული პაციენტებისა და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია.
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო.
მარაგებს ფეხდაფეხ მივყვებით, ზოგიერთ ქვეყანაში ექიმს მთელი დღე 1 პირბადე აქვს - ამ თემაზე თამარ გაბუნიამ იმედის ეთერში ისაუბრა.
ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.
მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საცოლე კერი სიმონდსი აცხადებს, რომ კორონავირუსი გადაიტანა. ამის შესახებ სიმონდსი Twitter-ზე წერს.