
ბრიტანეთში 99 წლის ქალმა კორონავირუსი 5 დღეში დაამარცხა.
ქალი განკურნების მიზეზად ტკბილეულის სიყვარულს ასახელებს.
რიტა რეინოლდს კორონავირუსის სიმპტომები მარტის ბოლოს გამოუვლინდა.
ექიმებმა მას კორონავირუსის ინფექცია დაუდგინეს. მედიკოსებმა ის კლინიკაშიც კი არ გადაიყვანეს და მკურნალობა სახლში დაუნიშნეს.
დიაგნოზიდან ხუთი დღის შემდეგ სამედიცინო კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ 99 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა.