ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამის, ანზორ მელიას მისამართით გაჟღერებულ უარყოფით
ინფორმაციებს ეხმიანება:
გურიის რეგიონში მოძრავმა „სასურსათო მაღაზიებმა“ დაიწყო მუშაობა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც მაღაზია არ ფუნქციონირებს და ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას მოძრავი „სასურსათო მაღაზია“ ადგილზე მოემსახურება.
მაღაზიების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვთ, სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა სახის პროდუქტი შეიძინონ.
ოზურგეთის სოფლებში სასურსათო პროდუქტის დარიგების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.
„სასურსათო მაღაზიების“ გადაადგილება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კვირაში ორჯერ განხორციელდება.
კორონავირუსით გარდაცვლილი 86 წლის ქალია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა-ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.
კორონავირუსით კიდევ ერთი, მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ეპიდემიას „მშვიდად და ლამაზად“ უნდა გაუმკლავდეს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა პურის ფასის შესაძლო გაზრდაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ეს გამორიცხულია.
მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მომღერალი აჩიკო გოგიტიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცლელად გთავაზობთ:
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში კორონავირუსით ინფიცირებულის სახლის პირობებში მკურნალობა განმარტა.