
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ.
„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ასევე ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ. ეს სრულიად ადეკვატურია, თუ გადავხედავთ მსოფლიოს გამოცდილებას“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა იმ ჯგუფთა ჩამონთვალი, ვისაც აგრესიული ტესტირება ჩაუტრადება.
საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.